1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართლის მიმართულებით (ფინანსების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართლის და საჯარო სამართლის სპეციალობები);

ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

გ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიცინის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, სოციალური კეთილდღეობის, სოციალური მუშაობა და კონსულტაციის სპეციალობები);

დ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით (ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან/და ბიოტექნოლოგიის სპეციალობები);

ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებების მიმართულებით (სამხედრო საქმე და თავდაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალობები).

2. სოციალური მუშაობის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, მედიცინის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თავდაცვის კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.

4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin