1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართლის მიმართულებით (ფინანსების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართლის და საჯარო სამართლის სპეციალობები);
ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის სპეციალობები);
გ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიცინის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, სოციალური კეთილდღეობის, სოციალური მუშაობა და კონსულტაციის სპეციალობები);
დ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით (ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან/და ბიოტექნოლოგიის სპეციალობები);
ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებების მიმართულებით (სამხედრო საქმე და თავდაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალობები.
2. სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) თავდაცვის კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.
4. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული).
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin