1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (აღრიცხვის და დაბეგვრის, ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები), სამართლის (საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები) სპეციალობები);
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკისა და სტატისტიკის სპეციალობები);
გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით (კომპიუტერის გამოყენების, მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინისა და ადმინისტრირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარებისა და ანალიზის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგების სპეციალობები);
დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები);
ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები).
2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვის, მონიტორინგის და შეფასების, რისკის მართვის ან აუდიტის სფეროში – 2 წელი.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქათველოს კანონი;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ვ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება.
4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, შიდა კონტროლის კომპონენტების და რისკის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project