1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მათ შორის, ლოგისტიკის სპეციალობა), სამართლის სპეციალობით);
ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობა) სპეციალობებით);
გ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები).
2. თავდაცვის/უსაფრთხოების, ანალიტიკური, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, ლოჯისტიკის ან თავდაცვის შესაძლებლობების ეროვნულ და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისად განვითარების მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.
5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Exce