საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2017 ძალადაკარგული 29.10.2018
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №60

2017 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.

მუხლი 2

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – პირველადი  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის შესაბამისი სპეციალიზაციები);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 2 წელი.

3. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობები);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 3 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი, ან სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში – 5 წელი.

3. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ)  „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

5.  ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B2 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6.  კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 3.  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება (ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებების სპეციალობები);

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

ე) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობები);

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

ზ) მიმართულებათაშორისი დარგები (თავდაცვა და უსაფრთხოების და სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2 წელი.

3. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება – 1 წელი.

4. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

6. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 4. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება (ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებების სპეციალობები);

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

ე) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობები);

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

ზ) მიმართულებათაშორისი დარგები (თავდაცვა და უსაფრთხოების და სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში – 1 წელი.

3.   შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

4.  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

5.  კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 5. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

4.  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1დონე.

5.  კომპიუტერის შემდეგი პროგრამის ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 6.  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება (ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებების სპეციალობები);

გ) სამართლის მიმართულება;

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

ე) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის სპეციალობა);

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2.   შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

3. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამის ცოდნა – Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 7.  სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი  სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობა);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

ვ) მიმართულებათაშორისი დარგები (თავდაცვა და უსაფრთხოების და სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2 წელი.

3. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება – 1 წელი.

4.  სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

6. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 8. სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობა);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

ვ) მიმართულებათაშორისი დარგები (თავდაცვა და უსაფრთხოების და სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში – 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო  სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

4.  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 9.  სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობა);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

ვ) მიმართულებათაშორისი დარგები (თავდაცვა და უსაფრთხოების და სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით სპეციალობები).

2.  სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში – 1 წელი.

3.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

4.  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1დონე.

5.  კომპიუტერის შემდეგი პროგრამის ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 10.  სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (საერთაშორისო ურთიერთობების და სოციოლოგიის სპეციალობები);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის სპეციალობა);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

ვ) მიმართულებათაშორისი დარგები (თავდაცვა და უსაფრთხოების და სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით სპეციალობები).

2.   შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

3. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამის ცოდნა – Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 11.  ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება;

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ფსიქოლოგიის სპეციალობა);

დ) ჯანდაცვის მიმართულება (მედიცინის სპეციალობა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრამვატოლოგის სპეციალიზაციით);

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიისა და ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2 წელი. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

3.  სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

5.  ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა –  B1 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6.  კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 12. ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ჯანდაცვის მიმართულება (მედიცინის სპეციალობა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრამვატოლოგის სპეციალიზაციით);

ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ფსიქოლოგიის სპეციალობით);

გ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები).

2.  სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში – 2 წელი.

3.  სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

4.  სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

5.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

6.  ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 13. ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ჯანდაცვის მიმართულება (მედიცინის სპეციალობა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრამვატოლოგის სპეციალიზაციით);

ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ფსიქოლოგიის სპეციალობით).

2. სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში – 1 წელი.

3.  სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

5. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა – Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 14. ფსიქოლოგიური მონიტორინგის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ჯანდაცვის მიმართულება (მედიცინის სპეციალობა; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრამვატოლოგის სპეციალიზაციით);

ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ფსიქოლოგიის სპეციალობით);

გ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობები).

2.  სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში – 2 წელი.

3. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

4. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16   დეკემბრის №89  ბრძანება.

6. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 15. ფსიქოლოგიური მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)