„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2017 ძალადაკარგული 30.12.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. ქარელი

 

„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.144.016153) „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა

პოლიტიკური თანამდებობის პირები

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

 

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარე

2650

 

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

 

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

 

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

 

პროფესიული საჯარო მოხელეები

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1.

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

1

1000

2.

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

10

560

 

 

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

 

საშტატო რიცხოვნობა

 

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1.

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

1

 

790

2.

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი

1

 

560

3.

მძღოლი

1

 

560