„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1587
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024323
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1587

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის  უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცეს თანხმობა, „კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალს  საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ: №406216250) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზ. №6-ში მდებარე, №01.10.10.022.217 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის 18,3 მ2 ფართი, ხუთი წლის ვადით.

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი