გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2017 წლის 30 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“
148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების №1 დანართის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი (დანართი №1) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქ.გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის შესახებ.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი