„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№261
სარეგისტრაციო კოდი
010210050.08.002.017027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

2017 წლის 15 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რაც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულების ნორმათა გათვალისწინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აფორმებს შრომით ხელშეკრულებას დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად აპარატში დასასაქმებელ პირთან;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს შესაბამის მოხელის კლასებს;“.

3. დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სამსახურში მიღების წესი

1. აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და თავისი პიროვნული თვისებების, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2. აპარატში საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გარეშე.

3. აპარატში პროფესიულ საჯარო მოხელეებს კონკურსის გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირების წესით შეიძლება გადაეცეს საბჭოს მდივანს.

4. აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელთანაც კანონმდებლობის შესაბამისად შრომით ხელშეკრულებას აფორმებს საბჭოს მდივანი.

 5. აპარატში არ მიიღება პირი, თუ:

ა) ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; 

ბ) საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან არ არის გასული ერთი წელი;

გ) სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; 

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; 

ე) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №261. სარეგისტრაციო კოდი — 010210050.08.002.017027.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №261, 15.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.017027 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3805390/