„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№134/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №134/04

2017 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის №49/04  ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბანკის მიერ გამოშვებულ სერტიფიკატთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

ბ) მომსახურების ძირითად პირობებს;

გ) ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.”.

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ძირითად ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება არ ვრცელდება უკვე გამოშვებულ სერტიფიკატებზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სერტიფიკატი უნდა იყოს:

ა) ლარით დენომინირებული და არ შეიძლება იყოს ინდექსირებული სხვა უცხოური ვალუტის მიმართ;

ბ) არანაკლებ 3 თვის ვადიანობის;

გ) საპროცენტო სერტიფიკატის შემთხვევაში პროცენტის გადახდა უნდა ხდებოდეს თვეში, კვარტალში, ნახევარ წელიწადში ან წელიწადში ერთხელ.“.

4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატის რეესტრში თითოეულ სერტიფიკატზე ბანკმა უნდა განახორციელოს შემდეგი აუცილებელი მონაცემების შეტანა:

ა) სერტიფიკატის ნომერი, რომელიც შეიძლება იყოს ერთი და იგივე მხოლოდ იმ სერტიფიკატებისათვის, რომელთა ყველა პირობა იდენტურია, გარდა გამოშვების თარიღისა;

ბ) მფლობელის დასახელება ან სახელი, გვარი;

გ) მფლობელის საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;

დ) სერტიფიკატის გამოშვებისა და დაფარვის თარიღი;

ე) სერტიფიკატის რეგისტრაციის თარიღი.“.

5. მე-4 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სერტიფიკატის გასხვისების შესახებ გარიგება დგება სერტიფიკატის გასხვისების დავალების ფორმით. სერტიფიკატის გასხვისების დავალების ფორმას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ადგენს ბანკი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ სავალდებულო პირობებს და ინფორმაციას:

ა) სერტიფიკატის ნომერი;

ბ) სერტიფიკატის თანხა;

გ) გარიგების თანხა და შემოსავლიანობა;

დ) სერტიფიკატის საწყისი საპროცენტო განაკვეთი;

ე) გარიგების დადებისა და ანგარიშსწორების თარიღები;

ვ) გარიგების მხარეების დასახელება ან სახელი, გვარი;

ზ) გარიგების მხარეების მიმდინარე ანგარიშის ნომრები;

თ) მიმღები მხარის თანხმობა სერტიფიკატის პირობებზე.

8. მხარეები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის გასხვისება დაარეგისტრირონ სერტიფიკატის რეესტრში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2017.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №134/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016256.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №134/04, 15.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3805535/