„ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1923
2017 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1670 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ს. პავლიაშვილისა და ე. გრიგალავას დანიშვნის შესახებ“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი