1.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ)
ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ბ)
თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
გ)
თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
დ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართვლოს კანონი;
ე)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ)
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ზ)
დაწესებულების პერსონალის სამსახურეობრივი მოვალეობები;
თ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ი)
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ)
პერსონალის საჭიროებების დადგენა;
გ)
საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ)
პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე)
პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ)
პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტებ