1.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ)
სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ)
ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ვ)
პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ზ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ი)
დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
კ)
დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ლ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
მ)
მენიუს შედგენის წესი.
3.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა)
ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთის;
გ)
ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ)
ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე)
ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ)
ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ)
დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
თ)
„დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.თავი VI
ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტებ
მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 7. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 13. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 14. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 16. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 17. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №33, 29.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3819817/muxli-12/