1.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება.
3.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება.
4.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ადრეული განათლების პრინციპები;
გ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ)
ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ)
პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ)
საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი)
საგნობრივი დისციპლინები;
კ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ)
ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
მ)
იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
ნ)
განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ო)
გუნდური მუშაობის პრინციპები.
5.
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა)
ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ)
ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ)
გუნდში მუშაობა;
დ)
ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე)
საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ)
მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ)
კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ)
ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი)
საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია