1.
კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ)
კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.
კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ)
ჯანსაღი კვების ნორმები;
გ)
ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ)
მენიუს შედგენის წესი;
ე)
ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ)
პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ)
ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები.
თ)
დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი)
დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი.
3.
კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ)
მენიუს შედგენა;
გ)
მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ)
დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე)
პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;
ვ)
დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა
მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 13. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 14. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 16. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 17. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 19. პერსონალის ღირებულებები
- მუხლი 20. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №33, 29.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3819817/muxli-15/