„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№371
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №371

2017 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:
 
1. მე-17 მუხლის:
 
ა) მე-2 პუნქტის:
 
ა.ა) „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ა) მეორე თაობის GPRS და crypto-ს შიდა მოდემი. შესაძლებელია ქსელური მოდული იყოს ჩასაყენებელი (pluggable) და კლიენტის სურვილისამებრ GPRS-ის გარდა შეეძლოს სხვა ტიპის კავშირის უზრუნველყოფაც, მაგალითად Ethernet, wifi და ა.შ;
 
ბ) შემოსავლების სამსახურის სერვერიდან მიღებული მოთხოვნის შესაბამისად ან/და წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით, (თითოეული ჩეკის და პერიოდის ჯამური ინფორმაციის) ინფორმაციის სერვერზე გადაგზავნის მექანიზმი;
 
გ) სსა-ში ჩამონტაჟებულ მეხსიერებაზე მონაცემების პარალელურად შენახვის შესაძლებლობა. სსა-ში ასევე უნდა ინახებოდეს ელექტრონული ჟურნალი.“;
 
ა.ბ) „დ-ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
 
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ზ) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს;“;
 
ა.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„მ) შესაძლებლობა, განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები ჩეკებზე;“; 
 
ა.ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ჟ) ჩეკის დეტალური ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა ფისკალურ მეხსიერებაში არანაკლებ 1 თვის პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა ცენტრალურ სერვერზე ვერ მოხერდა რაიმე მიზეზის გამო, ინფორმაცია ფისკალური მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს;“;
 
ა.ვ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
 
ა.ზ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ტ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის გარეშე მუშაობის შემთხვევაში;“;
 
ა.თ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ღ) პრინტერის ტიპი: თერმული, მინიმუმ 50 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით; პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 10 ხაზი/წმ.“;
 
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
 
„51. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ-ო“, „ჟ“, „ს-ღ“ ქვეპუნქტებით და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური.“.
 
2. მე-18 მუხლის:
 
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
 
„4. რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ შესაბამისი მონაცემების და სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მათთან წარდგენილი კონკრეტული სსა-ის (საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით) მოდელის შესაბამისობა მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ თავით დადგენილ მოთხოვნებთან.“;
 
ბ) მე-9 პუნქტის:
 
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ა) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ დალუქული სსა-ის მოდელი, რომელზედაც სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ის გამიზნულია ტიპის ნიმუშად;“;
 
ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:
 
„თ) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი სსა-ის ამ კონკრეტული მოდელის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.“;
 
გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„15. რეესტრში შეტანილი სსა-ის ტიპის ნიმუშები (რომლებიც დალუქული უნდა იყოს სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ და შემოსავლების სამსახურის ლუქებით), ელექტრონულ მატარებელზე არსებული პროგრამა, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება შემოსავლების სამსახურში.“.
 
3. დანართი №4 და დანართი №142 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი
📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2 DOC

დანართი №4

შემოსავლების სამსახური

სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი საინფორმაციო ბარათი

№ |საკონტრო-ლო სალარო აპარატის მოდელის დასახელება |საეტალონო ნიმუშის საქარხნო ნომერი |პროგრა-მული უზრუნველყოფის ვერსია |რეესტრში შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუა-ლური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის |განმცხადებლის |საკონტროლო სალარო აპარატის მწარმოებელი |განმცხადებლის მიერ სსა-ს მწარმოებელთან (მომწოდებელთან) დადებული ხელშეკრულების |სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის წერილის (დასკვნის) |გამოყენების სფერო |შენიშვნა | | | | | |ნომერი |თარიღი |დასახელება |საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი | |ნომერი |თარიღი |მოქმედების ვადა |ნომერი |თარიღი | | | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 |13 |14 |15 |16 | | |  |  |  |  |  | |  |  |  |  |  |  |  |  |  | | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |

ნორმატიული-აქტი-3 DOC

დანართი №142

შემოსავლების სამსახური

სახელმწიფო რეესტრში შეტანილი SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე სსა-ის მოდელი

საინფორმაციო ბარათი

№ |საკონტრო-ლო სალარო აპარატის მოდელის დასახელება |საეტალონო ნიმუშის საქარხნო ნომერი |პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია |რეესტრში შეტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუა-ლური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის |განმცხადებლის |საკონტროლო სალარო აპარატის მწარმოებელი |განმცხადებლის მიერ სსა-ს მწარმოებელთან (მომწოდებელთან) დადებული ხელშეკრულების |სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის წერილის (დასკვნის) |გამოყენების სფერო |შენიშვნა | | | | | |ნომერი |თარიღი |დასახელება |საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი | |ნომერი |თარიღი |მოქმედების ვადა |ნომერი |თარიღი | | | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 |13 |14 |15 |16 | | |  |  |  |  |  | |  |  |  |  |  |  |  |  |  | | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |