„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016832
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №337

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ., 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინტრუქციის:

1. 751 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი – საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.“.

2. 753 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე;“;

ბ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;“;

 გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა  და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია);“.

3. 754 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.

3. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია) შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.“.

4.  755 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს წარედგინება სხვა საქონლისგან დამოუკიდებლად.“.

5. 756 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შეუფუთავი საქონელი იდენტიფიცირების მიზნით ექვემდებარება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებას, ხოლო შეფუთული საქონელი  მოწმდება  ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე.“.

6. დანართი №III–26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
📎 დანართები (1)
დანართი III-26..doc DOC

დანართი №III-26

წინა მხარე

|გაცემის თარიღი/Date: |კლიენტის მონაცემები/Client Data |

|სავაჭრო ობიექტის სახელწოდება/Store name: |სახელი, გვარი/Name: |

|მისამართი/address: |პასპორტის ნომერი/Passport Number: |

| შეფუთვის რაოდენობა / Number of packets: |მისამართი/Address: |

|გაბარიტული საქონელი / Over-sized good: |მოქალაქეობა/Citizenship: |

საქონლის დეტალები/Product details:

|საქონლის დახასიათება / Product description |რაოდენ-ობა /|ჯამური ღირებულება / |დასაბრუნებელი დღგ/ VAT Refund |

| |Qty |Total price | |

|დასახელება და სხვა მონაცემები |სერიული ნომერი ან სხვა | | | |

|/The name and other data |საიდენტ. კოდი / Serial | | | |

| |number or other ID code | | | |

| | | | | |

| | | | | |

|გადახდილი თანხა დღგ-ის გარეშე/Payment without VAT | |

|დღგ/VAT | |

|შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური/ Georgia Revenue Service Service Fees | |

|ბანკის საკომისიო/Bank Fee | |

|დასაბრუნებელი დღგ სულ / Total VAT Refund | |

| |

|შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებისათვის/ Georgia Revenue Service Remarks | |

| |

|მაღაზიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, |მყიდველის ხელმოწერა/ Buyer’s Signature: |შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა,|

|ბეჭედი / Store Authorised Person’s | |ბეჭედი / Revenue Service Authorised Person’s |

|Signature, Stamp: | |Signature, Stamp: |

გაფრთხილება! Warning!

თქვენ უარს გეტყვიან დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე, თუ არ აკმაყოფილებთ შესაბამის პირობებს / You will be denied refund if you do not meet terms & conditions; აკრძალულია მესამე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის გადაცემა მას შემდეგ, რაც მიიღებთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ბეჭდიან ქვითარს / It is prohibited to pass goods to the third party on the Georgian territory once you have obtained the stamped receipt by responsible person of Revenue Service.

უკანა მხარე

|პირობები: |Terms & Conditions |

|იმისთვის, რომ უფლება გქონდეთ მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, |In order to be eligible for VAT refund, you have to be a foreign citizen; |

|უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე; დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება| |

|საქონელზე და არა მომსახურებაზე; |VAT can be claimed only on goods and not on services; |

|საქონელი უნდა შეიძინოთ იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის |You must have purchased item from the store with the right to issue VAT |

|დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა |refund check and the item must be subject to VAT; |

|იბეგრებოდეს დღგ-თი; |Value of purchase must be above 200 GEL (not considering VAT) per receipt; |

|შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს (დღგ-ის გარეშე) ერთი |Item you have purchased has to be intended for export; |

|ქვითრის მიხედვით; |VAT Refund does not apply to perishables, transport means, gold (weighing |

|ნაყიდი საქონელი უნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად; |more than 125 gram and that is not presented as jewelry), precious stones, |

|დღგ-ის თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება მალფუჭებადი საქონელი, |products requiring special licenses and permits for export, VAT exempted |

|სატრანსპორტო საშუალება, ოქრო (რომლის მასაც აღემატება 125 გრამს და რომელიც |goods according to Georgian Legislation; |

|არ არის წარმოდგენილი სამკაულის (ნაკეთობის) სახით), ძვირფასი ქვები, |Item has to be exported within maximum three months from the date of |

|საქონელი, რომლის გატანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, |purchase; |

|საქართველოს კანონმდებობით დღგ-საგან გათავისუფლებული საქონელი; |Unless the item has a factory serial/(IMEI) number or any other individual |

|საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არაუგვიანეს სამი თვისა; |(unique) code/combination it has to be retained in the special sealed |

|საქონელი, თუ მას არა აქვს ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან |plastic bag, in which the sale assistant places your purchase and the |

|სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, უნდა იყოს |integrity of seal must be maintained. |

|მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში, რომელშიც გამყიდველი ჩადებს საქონელს |You must have special VAT refund receipt with you; |

|და ლუქის სიმრთელე უნდა იყოს შენარჩუნებული; |All goods presented into special VAT refund receipt must be exported out of|

|თქვენ უნდა იქონიოთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი; |Georgia. |

|დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა | |

|იქნეს გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან. |How to Claim |

| |Before you check in your luggage, visit desk of Customs Department Office |

|როგორ მოითხოვოთ დღგ |at your last customs chek point of departure from the country and present |

|ვიდრე ჩააბარებთ ბარგს, მიაკითხეთ საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის ოფისს |your VAT forms, passport and ticket to the customs officer; |

|ქვეყნიდან გასვლის ბოლო საბაჟო გამშვებ პუნქტზე და წარუდგინეთ შემოსავლების |Have items, on which you are claiming VAT refund, handy as the customs |

|სამსახურის უფლებამოსილ პირს (ოფიცერს) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური|officer has right to physically check them; |

|ქვითარი, პასპორტი და ბილეთი; |The officer will stamp the receipt as the sign of approval and afterwards |

|ხელთ გქონდეთ ნივთები, რომლებზეც დღგ-ის ითხოვთ, ვინაიდან ოფიცერს აქვს უფლება|you can proceed with checking in your luggage and go through the |

|ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი; |immigration; |

|ოფიცერი ბეჭედს დაარტყამს ქვითარს დასტურის ნიშნად და ამის შემდეგ თქვენ |You can obtain cash refund in the bank after you have passed passport |

|შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგი და გაიაროთ საპასპორტო კონტროლი; |control, In the case of sea ports, when passport control is performed on |

|თქვენ შეგიძლიათ ნაღდი ფულის სახით ანაზღაურების მიღება ბანკში მას შემდეგ, |sea transport - refund should be done after completion of customs control, |

|რაც გაივლით საპასპორტო კონტროლს, ხოლო საზღვაო ნავსადგურებში, თუ საპასპორტო |or you can ask to transfer money on your personal account (money will be |

|კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე |transferred within 30 days). |

|-საბაჟო კონტროლის შემდეგ, ან მოითხოვოთ თანხის გადარიცხვა თქვენს ანგარიშზე,| |

|რომელიც დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 30 დღისა. | |