„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №4

2019 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი (გარდა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა), რომელსაც, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართვის ადგილი გადმოაქვს საქართველოში;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მმართველობითი ფუნქციის განხორციელების დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთანავე, ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ განცხადების წარმომდგენს უკვე მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, როგორც ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, მას უნარჩუნდება თავდაპირველი რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-021 დანართის შესაბამისად;

ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას (ან მათ ნოტარიულად დამოწმებულ ასლს) და, არსებობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება საწარმოს მართვის ადგილის საქართველოში გადმოტანა;

გ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი ვალდებულია №I-021 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით აცნობოს საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილებების შესახებ.

4. დანართი №1-02-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №I-021.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი