„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№116
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016960
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №116

2017 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 252 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება:

ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით;

ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ  მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.“;

ბ) 41 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

2. დანართი №II-013  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 10 აპრილიდან.   

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
📎 დანართები (1)
116_danart.doc DOC

,,დანართი №II -013

|1 |ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები № | |

|2 | |

|3 | |

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) დრო (საათი, წუთი)

|4 | | |

|5 | | |

გამყიდველის/გამგზავნის დასახელება, ან საიდენტიფიკაციო მყიდველის/მიმღების დასახელება, ან სახელი და გვარი საიდენტიფიკაციო

სახელი და გვარი /პირადი ნომერი /პირადი ნომერი

| |ოპერაცი| |

| |ის | |

| |შინაარს| |

|6 |ი | |

|7 | |

|8 | |

ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი)

ტრანსპორტირების დასრულების ადგილი (მისამართი)

|9 | |

|10 | |

ტრანსპორტირების სახე სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი

|11 |სატრანსპორტო საშუალების მძღოლის | |

| |პირადი ნომერი | |

|12 |გამყიდველის/გამგზავნის მყიდველის/მიმღების მიერ | |

| |გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი | |

თანხა ლარებში

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ცხრილი

|რიგი| |

|თი №| |

| | |

| |საქონლის დასახელება |

მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

|14 | |

|15 | |

გამყიდველი/გამგზავნი/ საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი მყიდველი/მიმღები/საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (თანამდებობა, სახელი და გვარი)

|16 | |

|17 | |

ხელმოწერა ხელმოწერა

|18 |მიწოდებული საქონლის ჩაბარების | | |

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) დრო (საათი, წუთი)

|19 | |

შენიშვნა

|20 | |

მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი

* დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით

| |

|ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების დანართი |

|რიგითი № |

მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

| |

| |

გამყიდველი/გამგზავნი/ საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი მყიდველი/მიმღები/საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (თანამდებობა, სახელი და გვარი)

| |

| |

ხელმოწერა ხელმოწერა

|მიწოდებული საქონლის ჩაბარების | | |

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) დრო (საათი, წუთი)

| |

შენიშვნა

* დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით.

.“.