„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №326 |
|
2017 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
752 მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში;“; |
ბ)
11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს იმ სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის – სახელმწიფო სანომრე ნიშნის მითითებით) ნუსხა, სადაც განხორციელდება ქვითრის გაცემა.“. |
2.
753 მუხლის პირველი პუნქტის:
|
ა)
„ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი – გვერდით ფასადზე, თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX FREE SHOPPING“;“; |
ბ)
„თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს. სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის/ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან.“. |
3.
754 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელის მიერ უფლებამოსილი გამყიდველის სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ერთი ქვითრის მიხედვით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის შეძენის შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ქვითრის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ გამყიდველს უნდა წარედგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. |
4.
„დანართი №III-26“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №326. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №326, 18.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017020 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3806005/