„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 სექტემბრის №1984 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1991
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024655
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1991

2017 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 სექტემბრის №1984 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 სექტემბრის №1984 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების – ქ. ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული აღორძინების პერიოდის ერთ-ერთი შედევრის – სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან.

2.სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კომპანია „Associazione Culturale Metamorfosi“-ს შორის 2017 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული №II-1/323 ხელშეკრულებისა (75 000 ევრო) და შემდგომში მასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი