საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2105
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024743
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2105

2017 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის
2012 წლის 23 იანვარს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №41-02 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „კინტრიში ჰესის“ მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე დასადები შეთანხმება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის (№1120927-1433002, გაცემული სს „თიბისი ბანკის“ მიერ 2011 წლის 18 ნოემბერს) გამცემი ბანკისთვის დაბრუნება სრული ოდენობით.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ილია ელოშვილს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი