1.
მერიის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას, ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2.
მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და შესაბამისი სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმების და დავალებების შესაბამისად.
3.
მერიის სამსახურებია:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ)
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
დ)
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური;
ე)
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ვ)
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;
ზ)
წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური.
თ)
შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურ