1.
მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომ – მერის წარმომადგენელი) არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით ნიშნავს მერი.
2.
მერის წარმომადგენელი სამსახურში მიიღება მერის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
3.
იმ შემთხვევაში, თუ ახლადარჩეული მერი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად შეარჩევს იმავე პირს, მერის წარმომადგენელს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ვადით, შრომით ხელშეკრულებაში უფლებამოსილების ვადის ცვლილებით.
4.
ახლადარჩეული მერის მხრიდან მერის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში ცხადდება გამარტივებული კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დადგენილი წესით.
5.
მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის წარმომადგენელი უფლებამოსილებას ახორციელებს მერის რიგგარეშე ან/და მორიგი არჩევნების შედეგად ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე და ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები.
6.
მერის წარმომადგენელი ინიშნება და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
7.
მერის წარმომადგენელი:
ა)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;
ბ)
აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ)
მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ)
უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემებისა და მერის დავალებით მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას;
ე)
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;
ვ)
ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს სამუშაო ჯგუფის (ჯგუფების) შექმნის თაობაზე;
ზ)
აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;
თ)
თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
ი)
მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელშეწყობის მიზნით;
კ)
მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:
კ.ა)
საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;
კ.ბ)
ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
კ.გ)
პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ლ)
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად;
მ)
ხელს უწყობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის პროცესში და წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს;
ნ)
ასრულებს მერის სხვა დავალებებს.
8.
მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების მითითებით.
9.
მერის წარმომადგენლის ბეჭედი გამოიყენება დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად და დაისმება მის მიერ გაცემულ (მომზადებულ) შემდეგი სახის დოკუმენტებზე:
ა)
ცნობა;
ბ)
მერის წარმომადგენლის მიერ შექმნილი (კუთვნილი) დოკუმენტის ასლი;
გ)
ოქმი;
დ)
მიღება-ჩაბარების და სხვა სახის აქტი;
ე)
დახასიათება;
ვ)
რეკომენდაცია (დაინტერესებული პირის მიმართ);
ზ)
შუამდგომლობა (დაინტერესებული პირის მიმართ);
თ)
სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შემცველი დოკუმენტი;
ი)
კორესპონდენციის (წერილის, მოხსენებითი ბარათის) დანართი, რომელიც შეიცავს შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის მონაცემებს.
10.
მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
11.
მერის წარმომადგენელზე მერის დავალება გაიცემა და დავალების შესრულებაზე ინფორმაცია მიიღება უშუალოდ მერის, ან მერის დავალებით მერიის შესაბამისი სამსახურის ან/და კომისიის მეშვეობით, მათთვის მიკუთვნებული კომპეტენციების შესაბამისა