1.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამსახურების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, მერიის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა; მერიაში ადამიანური რესურსების მართვა, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობა, ერთიანი საქმისწარმოებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზება საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან.

2.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება; დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებაზე, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება; ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევა, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება.

3.
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავება, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო რეგულირების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობების შესახებ.

4.
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა.

5.
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისთვის კონცეფციების და პროგრამების მომზადება, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვა, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შექმნა.

6.
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა, ვეტერანთა და ლტოლვილთა სოციალური დახმარების საკითხებში.

7.
წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

8.
შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდა, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზი, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დისციპლინური წარმოება.

9.
მერიის სამსახურების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურების დებულებებით, რომელთაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულ