1. ჯანსაღი კვების პირამიდა უზრუნველყოფს ბავშვის ჯანმრთელობისა და ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა საკვები ნივთიერების (ნუტრიენტის) ყოველდღიურად მიღებას. პირამიდა განისაზღვრება მაღალი ნუტრიენტული ღირებულების სურსათის ძირითადი ჯგუფის მიხედვით: ხილი; ბოსტნეული; პროტეინული (ცილოვანი) პროდუქტი –
საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ნიგოზი, პარკოსნები; მარცვლეული –
პური, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი და სხვ.; რძე და რძის ნაწარმი: რძე, იოგურტი (მაწონი), ყველი და სხვ.
2. სურსათის ულუფების რეკომენდებული დღიური ოდენობა სურსათის ძირითადი ჯგუფების მიხედვით, შემდეგი სქემის მიხედვით უნდა იქნეს განსაზღვრული:
სურსათის ჯგუფი
ასაკი
1-3
3-4
4-6
პური და მარცვლეული
4 ულუფა
5 ულუფა
6 ულუფა
ხილი და ბოსტნეული
4 ულუფა
5 ულუფა
5 ულუფა
რძე და რძის ნაწარმი
2 ულუფა
2 ულუფა
3 ულუფა
ცილოვანი პროდუქტები
1 ულუფა
1ულუფა
1ულუფა
3. ყველაზე დიდი ჯგუფი ეკუთვნის პურს, ბურღულეულს და კარტოფილს. ამ ჯგუფიდან ბავშვს უნდა მიეცეს 4-6 ულუფა ყოველდღიურად.
4. მეორე ჯგუფი არის ხილი და ბოსტნეული. ამ ჯგუფიდან ყოველდღიურად ბავშვს უნდა მიეცეს 4-5 ულუფა. გასათვალისწინებელია რომ ამ ჯგუფში არ შედის კარტოფილი.
5. მესამე ჯგუფში შედის რძე, ყველი და იოგურტი/მაწონი. ეს ჯგუფი ბავშვის მზარდ ორგანიზმს (ძვლოვან სისტემას) უზრუნველყოფს კალციუმით, პროტეინით (ცილებით) და ენერგიით. ბავშვი საჭიროებს 2-3 ულუფას ყოველდღიურად ამ ჯგუფის პროდუქტებიდან.
6. მეოთხე ჯგუფში გაერთიანებულია ცილოვანი პროდუქტები (ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და სხვ). 1-2 ულუფა ამ ჯგუფიდან არის აუცილებელი ბავშვისთვის ყოველდღიურად.
7. შემდეგ ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც ბავშვმა უნდა მიიღოს შეზღუდული რაოდენობით (ტკბილეული, შოკოლადი, ნამცხვარი, ტორტი და სხვ). ეს ჯგუფი მოიცავს აგრეთვე კარაქს, ზეთებს და ცხოველურ ცხიმებს. ტრანსიზომერული ცხიმების შემცველი სურსათი კი მთლიანად უნდა იქნეს ამოღებული ბავშვების კვების მენიუდა