1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უნდა გამოიყენებოდეს წინასწარშედგენილი 10-დღიანი/2-კვირიანი პერსპექტიული მენიუ (მაგალითი მოცემულია მე-18 დანართში) და სპეციალურად შემუშავებული კერძების კარტოთეკა. თითოეული კერძზე უნდა იყოს შედგენილი ბარათი, რომელშიც მითითებულ იქნება კერძებში შემავალი პროდუქტების განაწილება, მასში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა; გამოსავალი, კერძის კალორიულობა; მომზადების ტექნოლოგია, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ერთი კერძის მომზადების შეცვლისას ადვილად მოხდეს რაციონის ენერგეტიკული ღირებულების გამოანგარიშება.
2. პერსპექტიულ მენიუებზე დაყრდნობით მენიუ-განრიგი უნდა გაიწეროს ყოველდღიურად, რომელშიც დაკონკრეტდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც უნდა მიიღონ აღნიშნული სურსათი.
3. ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი კერძების ხარისხზე აუცილებელია დაწესდეს ყოველდღიური კონტროლი.
4. რომელიმე ნედლეულის არქონის შემთხვევაში ის შეიძლება შეიცვალოს ძირითადი საკვები ნივთიერებების (ცილები და ცხიმები) იდენტური რაოდენობის შემცველი სხვა პროდუქტი