1. ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი ტრანსპორტით, ნიშანდებული ტარის გამოყენებით. ტარა უნდა იყოს სუფთა, დაუზიანებელი.

2. სატრანსპორტო ტარის ნიშანდება წარმოებს პროდუქციის თითოეულ სახეზე არსებული ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სხვადასხვა სახის ნედლეულისა და სურსათის ერთიმეორისგან განცალკევების წეს