1. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები (მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) უზრუნველყოფენ უვნებელ და ჯანსაღ კვებას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სანიტარიული ნორმებისა და პრინციპების დაცვითა და შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) განსაზღვრავს უვნებელი და ჯანსაღი კვების რუტინული ზედამხედველობის პარამეტრებს და შეფასების სტანდარტულ მეთოდოლოგიას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩატარებული შეფასების შედეგების მიხედვით შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს, ასევე ეპიდზედამხედველობის მიმართულებით გასატარებელ დამატებით ღონისძიებებს და წარუდგენს მას მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს;
გ) დაწესებულებებში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, ამზადებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნი