1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში არ არის რეკომენდებული მარილის, შაქრისა და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მზა სურსათის რეგულარული გამოყენება.

2. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმებს.

3.  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული მოზრდილთათვის განკუთვნილი სპეციალური და დიეტური პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, ქოლესტეროლის დამწევი ან უჯრედისის მაღალი შემცველობის სურსათი და სხვა.

4. არაინფექციური (მოწამვლები) და ინფექციური დაავადებების წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია:

ა) გამოუშიგნავი ფრინველის, გარეული ფრინველის ხორცის გამოყენება;

ბ) დაბინძურებული ნაჭუჭისა და ბზარის მქონე კვერცხის გამოყენება;

გ) იხვისა და ბატის კვერცხის გამოყენება;

დ) დაზიანებული ჰერმეტულობის, დეფორმირებული, სასაქონლო იერსახე დაკარგული, დაჟანგული, "ამობერილი”, უეტიკეტო ბავშვთა კონსერვების გამოყენება;

ე) ბეღელის მავნებლებით დასნებოვნებული ბურღულეულის, ფქვილის, გამხმარი ჩირისა და სხვა პროდუქტების გამოყენება;

ვ) ლპობის ან ობის ნიშნის მქონე ბოსტნეულისა და ხილის გამოყენება;

ზ) ნებისმიერი სახის კულტივირებული, თუ არაკულტივირებული სოკოს გამოყენება;

თ) ორგანოლეპტიკურად არაკეთილსაიმედო ნიშნის მქონე პროდუქციის გამოყენება (იხ. დანართი 10 );

ი) საოჯახო პირობებში მომზადებული სურსათის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული ბავშვის მშობლის/მეურვის მიერ ხდება ამა, თუ იმ კერძის მიწოდება და განკუთვნილია მხოლოდ ამ ბავშვის მიერ მოსახმარად