1. მერიის სამსახურებში განყოფილებები იქმნება სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი მიმართულებების დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის  მიზნით.

2. სამსახურის განყოფილებები ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით უზრუნველყოფენ სამსახურის  უფლებამოსილების განხორცილების პროცესში მათთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მოზადებას, პასუხისმგებელნი არიან ამ მიმართულებით  სამსახურის გამართულ მუშაობაზე.

3. სამსახურის განყოფილებების საქმიანობის სფერო, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულები