1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) პოლიტიკური თანამდებობის პირები:

ა.ა) მერი;

ა.ბ) მერის პირველი მოადგილე;

ა.გ) მერის მოადგილე;

ბ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“  და ამ დებულებით