1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მუნიციპალიტეტის მერის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან – მერიის სამსახურებისგან, რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია მერიის სამსახური.

4. მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულია მერიის სამსახურის განყოფილება