1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

3. მერია შედგება მერის, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილეებისა, მერიის პირველადი სტუქტურული ერთეულების (შემდგომ, სამსახურები), მეორადი სტრუქტურული ერთეულების (შემდგომ – განყოფილებები), პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.

4. სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით