1. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე/ვიცე-მერი;

გ) მერის მოადგილე (მოადგილეები);

დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომ – სამსახურის უფროსი).

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13–ს.

3. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა–გადაყენების, დანიშვნა–გათავისუფლებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულები