1. მერიის სამსახური არის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით, საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური;

გ) საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების  სამსახური;

დ) არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ) საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

ზ) სოციალურ საკითხთა სამსახური;

თ) ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური;

ი) სამხედრო სამსახური.

5. მერიის სამსახურების სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
თავი IV

მერიის პროფესიული საჯარო მოხელეე