1. მერია შედგება მერის, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილეების, მერიის პირველადი სტუქტურული ერთეულების (შემდგომში – სამსახურები), მეორადი სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – განყოფილებები), პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (შემდგომ – სამსახურის უფროსები), პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოადგილეების (შემდგომ – სამსახურის უფროსის მოადგილეები), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების (შემდგომ – განყოფილების უფროსები), სხვა პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.
2. მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის სამსახურები ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს განყოფილებებად