1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

3. მერია შედგება მერიის სტუქტურული ერთეულებისაგან.

4. სტუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. სტუქტურული ერთეულებს შეიძლება ჰქონდეს განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებითა და მერიის საშტატო ნუსხით