1. გარდა ტრანზიტის პროცედურისა, ან თუ სხვაგვარად არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მქონე პირმა, დეკლარანტმა და ყველა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან, მუშაობასთან ან დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ან საქონლის გაყიდვას ან შეძენას თავისუფალ ზონებში, უნდა აწარმოოს სათანადო ჩანაწერები საბაჟო ორგანოების მიერ დამტკიცებული ფორმით.

ჩანაწერები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას და მონაცემებს, რომელიც საბაჟო ორგანოებს მისცემს საშუალებას ზედამხედველობა გაუწიონ აღნიშნულ პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურის ქვეშ მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, მის საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

2. მიიჩნევა, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ასრულებს 1-ლი პუნქტით დადგენილ ვალდებულებებს, თუ მისი ჩანაწერები შეესაბამება სპეციალური პროცედურის მიზნებ