1. საბაჟო ორგანოების ავტორიზაცია საჭირო იქნება შემდეგი მიზნებისთვის:

(a) საბაჟო ტერიტორიის შიგნით და გარეთ დამუშავების პროცედურის გამოყენება, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;

(b) სასაწყობე სათავსების საქმიანობა საქონლის საბაჟო დასაწყობებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასაწყობე სათავსების საქმიანობის განმახორციელებელი თავად არის საბაჟო ორგანო.

პირობები, რომლის შესაბამისად დასაშვებია პირველ აბზაცში მოცემული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენება ან სასაწყობო სათავსების საქმიანობა, უნდა განისაზღვროს ავტორიზაციით.

2. საბაჟო ორგანოები მიანიჭებენ ავტორიზაციას უკუძალით, თუ სრულდება ყველა ქვემოთ მოცემული პირობა:

(a) არსებობს დამტკიცებული ეკონომიკური საჭიროება;

(b) განცხადება არ არის დაკავშირებული მოტყუების მცდელობასთან;

(c) ანგარიშების ან ჩანაწერების საფუძველზე განმცხადებელმა დაამტკიცა, რომ:

(i) დაკმაყოფილებულია პროცედურის ყველა მოთხოვნა;

(ii) თუ საჭიროა, შესაძლებელია საქონლის იდენტიფიცირება აღნიშნული დროის მონაკვეთისთვის;

(iii) ასეთი ანგარიშები ან ჩანაწერები იძლევა პროცედურის კონტროლის შესაძლებლობას;

(d) შესაძლებელია საქონლის მდგომარეობის მოწესრიგებისთვის საჭირო ყველა ფორმალობის განხორციელება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა;

(e) განმცხადებელს არ მიუღია ავტორიზაცია უკუძალით განცხადების მიღების დღიდან სამი წლის განმავლობაში;

(f) ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ეხება ავტორიზაციის განახლებას მსგავსი საქმიანობისთვის ან საქონლისთვის;

(g) განცხადება არ ეხება სასაწყობო სათავსების საქმიანობას საქონლის საბაჟო დასაწყობებისთვის;

(h) თუ განცხადება დაკავშირებულია მსგავსი საქმიანობის ან საქონლის ავტორიზაციის განახლებასთან, განცხადება წარედგინება თავდაპირველი ავტორიზაციის ვადის ამოწურვიდან სამი წლის განმავლობაში.

საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მიანიჭონ ავტორიზაცია უკუძალით ასევე იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, აღარ არის ხელმისაწვდომი იმ დროს, როდესაც მიღებული იქნა განცხადება ასეთი ავტორიზაციისთვის.

3. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, 1-ლ პუნქტში აღნიშნული ავტორიზაცია მიენიჭება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ პირობას:

(a) ისინი დაფუძნებული არიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(b) ისინი წარმოადგენენ საქმიანობის სათანადოდ წარმართვის რწმუნებას; მიიჩნევა, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ასრულებს ამ პირობას თუ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ პროცედურასთან, გათვალისწინებულია 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციით;

(c) თუ სპეციალური პროცედურის ფარგლებში მოქცეულ საქონელზე ვრცელდება საბაჟო დავალიანება ან სხვა გადასახადები, ისინი წარადგენენ გარანტიას 89-ე მუხლის შესაბამისად;

(d) დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შემთხვევაში, ისინი იყენებენ საქონელს ან ორგანიზებას უწევენ მის გამოყენებას ან ისინი ახორციელებენ საქონლის დამუშავებას ან ახორციელებენ მისი გადაზიდვის ორგანიზებას.

4. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, და მე-3 პუნქტის გარდა, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება ყველა შემდეგი პირობა:

(a) საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ საბაჟო ზედამხედველობა ისე, რომ არ იყოს საჭირო ეკონომიკური საჭიროებების არაპროპორციული ადმინისტრაციული ზომების გატარება;

(b) ევროკავშირის მწარმოებელთა ძირითად ინტერესებზე არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა დამუშავების პროცედურის ავტორიზაციამ (ეკონომიკური პირობები).

5. ჩაითვლება, რომ ევროკავშირის მწარმოებელთა ძირითად ინტერესებზე არ მომხდარა მე-4 პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარყოფითი გავლენა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს საწინააღმდეგოს მტკიცებულება ან თუ ეკონომიკური პირობები მიიჩნევა შესრულებულად.

6. თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ევროკავშირის მწარმოებლების ძირითად ინტერესებზე შესაძლოა მოხდეს უარყოფითი გავლენა, უნდა მოხდეს ეკონომიკური პირობების შესწავლა ევროკავშირის დონეზ