1. ტრანზიტის პროცედურის გარდა სხვა შემთხვევებში და 254-ე მუხლის დაურღვევლად, სპეციალური პროცედურა შესრულდება მაშინ, როდესაც საქონელი, რომელიც მოქცეულია პროცედურაში ან დამუშავებული პროდუქტი, რომელიც მოქცეულია შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში, ამოღებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურებულია ნარჩენების გარეშე, ან გადაცემულია სახელმწიფოსთვის 199-ე მუხლის შესაბამისად.
2. ტრანზიტის პროცედურა შესრულდება საბაჟო ორგანოების მიერ, როდესაც ისინი შეძლებენ დაადგინონ გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების შედარების საფუძველზე და იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომია დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტისთვის, რომ პროცედურა დასრულდა სწორად.
3. საბაჟო ორგანოები მიიღებენ ყველა ზომას, რომელიც საჭიროა იმ საქონლის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, რომლის მიმართ პროცედურა არ შესრულებულა დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. პროცედურის შესრულება მოხდება კონკრეტულ ვადაში, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრ