„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №495
2017 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.
2. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.
3. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, უფროსის მოადგილე; პირველად სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე.
4. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფროსი.
5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის:
ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის სამმართველოსა და სამსახურის უფროსი;
დ) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;
ე) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსი;
ვ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ზ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
თ) ეროვნული გვარდიის:
თ.ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;
თ.ბ) შტაბის უფროსი;
თ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
თ.დ) სკოლის მეთაური;
თ.ე) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;
თ.ვ) გვარდიის სერჟანტი;
ი) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:
ი.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
ი.ბ) შტაბის უფროსი –
სარდლის მოადგილე;
ი.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
ი.დ) ტოპოგრაფიული სამსახურის, ბაზისა და ცენტრის უფროსები;
ი.ე) სარდლობის სერჟანტი;
კ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის:
კ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
კ.ბ) შტაბის უფროსი;
კ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
კ.დ) ცენტრისა და სკოლის უფროსები/მეთაურები;
კ.ე) სარდლობის სერჟანტი;
ლ) სპეციალური ოპერაციების ძალების:
ლ.ა) მეთაური, მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;
ლ.ბ) შტაბის უფროსი;
ლ.გ) შტაბის განყოფილების უფროსი;
ლ.დ) ბატალიონის, რაზმისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;
ლ.ე) სპეციალური დანიშნულების ასეულის, სნაიპერთა ასეულის მეთაური;
ლ.ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი (ბორტოპერატო-რი) და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;
ლ.ზ) სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი;
მ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის:
მ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
მ.ბ) შტაბის უფროსი;
მ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
მ.დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური, ბრიგადის შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაური;
მ.ე) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური (მფრინავი);
მ.ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტის მეთაური;
მ.ზ) მთავარი სერჟანტი.
6. შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი.
7. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების:
ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
ბ) შტაბის უფროსი;
გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
დ) ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;
ე) მთავარი სერჟანტი.
8. კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე და ცენტრის სამსახურის უფროსი.
9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:
ა) რექტორი, რექტორის მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციის უფროსი;
გ) კოლეჯის მეთაური;
დ) ბატალიონის მეთაური;
ე) სერჟანტი.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი