„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №329 |
|
2018 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი |
„მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
ბ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე);
გ) გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
დ) გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი.
3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში:
ა) I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამმართველოს უფროსი);
ბ) II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამმართველოს უფროსის მოადგილე);
გ) II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი);
დ) III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი);
ე) III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი);
ვ) IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი).
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის სისტემაში:
ა) საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილე;
ბ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე; დეპარტამენტის უფროსი (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) და მისი მოადგილე (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე);
გ) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე; სამმართველოს უფროსი (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი); სამმართველოს უფროსი (საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის/სამმართველოს უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი;
ე) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის/სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;
კ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი;
ლ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;
მ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;
ნ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
ო) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;
პ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.“.
|