„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №645 |
|
2018 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.
2. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
3. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე, მეთურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი.
4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.
5. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, უფროსის მოადგილე; პირველად სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე.
6. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების:
ა) მთავარი სერჟანტი;
ბ) გენერალური შტაბის:
ბ.ა) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;
ბ.ბ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;
ბ.გ) დეპარტამენტის სამმართველოსა და სამსახურის უფროსი;
ბ.დ) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;
ბ.ე) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსი;
ბ.ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე და ცენტრის სამსახურის უფროსი;
გ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
დ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ე) ეროვნული გვარდიის:
ე.ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;
ე.ბ) შტაბის უფროსი;
ე.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
ე.დ) რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის უფროსი;
ე.ე) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;
ე.ვ) გვარდიის სერჟანტი;
ვ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:
ვ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
ვ.ბ) შტაბის უფროსი – სარდლის მოადგილე;
ვ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
ვ.დ) ტოპოგრაფიული სამსახურის, ბაზისა და ცენტრის უფროსები;
ვ.ე) სარდლობის სერჟანტი;
ზ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის:
ზ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
ზ.ბ) შტაბის უფროსი;
ზ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
ზ.დ) აკადემიის, ცენტრისა და სკოლის უფროსები/მეთაურები;
ზ.ე) სარდლობის სერჟანტი;
თ) სპეციალური ოპერაციების ძალების:
თ.ა) მეთაური, მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;
თ.ბ) შტაბის უფროსი;
თ.გ) შტაბის განყოფილების უფროსი;
თ.დ) ბატალიონის, რაზმისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;
თ.ე) სპეციალური დანიშნულების ასეულის, სნაიპერთა ასეულის მეთაური;
თ.ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი (ბორტოპერატორი) და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;
თ.ზ) სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი;
ი) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის:
ი.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
ი.ბ) შტაბის უფროსი;
ი.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
ი.დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური, ბრიგადის შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაური;
ი.ე) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური (მფრინავი);
ი.ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტის მეთაური;
ი.ზ) მთავარი სერჟანტი;
კ) აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების:
კ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;
კ.ბ) შტაბის უფროსი;
კ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;
კ.დ) ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;
კ.ე) მთავარი სერჟანტი.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:
ა) რექტორი, რექტორის მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციის უფროსი;
გ) კოლეჯის მეთაური;
დ) ბატალიონის მეთაური;
ე) სერჟანტი.“.
|