„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010320040.57.069.016170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №22

2021 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №22 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2015, 010320040.57.069.016076) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:

1. 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. 25-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251, 252 და 253 მუხლები:

„მუხლი 251. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსი

1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;

ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხოური ენის ცოდნა.

მუხლი 252. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;

ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხოური ენის ცოდნა.

მუხლი 253. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს სპეციალისტი

1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;

ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხოური ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე