1. საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება საკრებულოს გადაწყვეტილებით.
2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკრებულოს განკარგულებას.
3. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების საფუძველზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
5. საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) პროექტი გამოქვეყნდეს საკრებულოს ვებგვერდზე.
6. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
7. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) მიღების ვადა;
გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა;
დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.
8. საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს მერიას, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.
9. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მერთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.
10. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ.
11. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემათანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებლური ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემათანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
12. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორიც იყო ინიციირებული, ხელეხალი დებატების გამართვის გარეშე.
6. საკრებულოს მიერ პროექტის უარყოფის შემთხვევაში, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
13. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ რეგლამენტის 93-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო.
14. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ ცვლილებები შეტანილ იქნა, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ ცვლილებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.
15. კენჭისყრა ტარდება ამ რეგლამენტის 77-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით.
16. გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილ