1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს (არსებობის შემთხვევაში).

3.  საერთო  კრების უფლებამოსილებების,  მისი  მოწვევისა და საქმიანობის  წესი იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  854 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის  საკრებულო უფლებამოსილია  საერთო  კრების უფლებამოსილებები,  მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე  ამ  დასახლებაში  შექმნას  რამდენიმე  საერთო  კრება  და  განსაზღვროს  მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი.

5.  მუნიციპალიტეტის  საკრებულო დადგენილებით  ამტკიცებს  დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებას.  საერთო კრების ტიპური დებულებით  განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა, საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურ