1. ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს მერიის საქმიანობას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების, ასევე კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისკენ.
2. ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით