1. მერიის თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება,გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის −
მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება;
2. მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მერიის დებულებით, მერიის სამსახურების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
3. მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილე უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მერიის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;
4. მერიის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესი