1. მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ, მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა.

2. „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს მერი.

3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ- გვერდი, რომელიც მდებარეობს მისამართზე www.dusheti.org.ge.

4. ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს:

ა) მერიის თანამდებობის პირთა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს გამოქვეყნებას;

ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები;

დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები;

ვ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

ზ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

თ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ი) ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების და მათი განხორციელების თაობაზე;

კ) სხვა საჯარო ინფორმაცი